Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ვინ გახდება NBA-ს გამარჯვებული | კოეფიციენტები

ვინ გახდება NBA-ს გამარჯვებული | კოეფიციენტები

დღეს გამთენიისას ძალიან დრამატული მატჩი გაიმართა NBA-ში, სადაც ფინიქსმა მეორე თამაშიც მოუგო კლიპერსს და ანგარიში 2-0 წაიყვანა.

 

ამ სეზონში ბუკმეიკერებმა უკვე არაერთხელ ჩამოწერეს ლოს ანჯელეს კლიპერსი, რადგან დალასთანაც და იუტასთანაც პირველი ორი შეხვედრა ჰქონდა წაგებული, თუმცა ორივე შემთხვევაში შეძლო სერიის მოტრიალება და გამარჯვება. ასეთი რამ ჯერ არცერთ გუნდს გაუკეთებია. 

 

აღმოსავლეთში პირველი შეხვედრა 24 ივნისს, ჩვენი დროით 04:30 საათზე ჩატარდება. ატლანტა მილოუკისთანაც აუტსაიდერია, თუმცა ტრეი იანგმა და ჰოქსმა ფილადელფიასთან დაამტკიცა რომ ეს გუნდი არ ხუმრობს და ნებისმიერთან შეუძლია მოგება. 

 

წელს ძალიან არაპროგნოზირებადი სეზონი გამოგვდის NBA-ში. მოქმედი ჩემპიონის, ლებრონ ჯეიმსის ლოს ანჯელეს ლეიკერსი პირველივე რაუნდში გავარდა, დურანტის ბრუკლინი ვერ გავიდა კონფერენციის ფინალშიც კი, პერსპექტიული ბოსტონი წვალებით მოხვდა ფლეიოფში. 

 

ამ ყველაფერს ემატება ატლანტას წარმატება, ნიუ იორკის გამონათება, ფინიქსის მეორე ადგილი დასავლეთ კონფერენციაში თავის კონფერენციის ფინალთან ერთად, სადაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 2-0 მიჰყავს სერია კლიპერსთან. 

 

მოკლედ, კარგი და საინტერესო სეზონია. 

 

ვინ გახდება NBA-ს გამარჯვებული? კოეფიციენტები:

 

  • ფინიქსი - 2.10
  • მილოუკი - 2.10
  • ატლანტა - 13.0
  • კლიპერსი - 14.75

 

კავაის გუნდს ძალიან მაღალი კოეფიციენტი მისცეს, მგონი ღირს გამოყენება.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ